ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამოირჩიეთ ჩვენი ფორუმი თქვენი მობილურისთვის. იმედი გვაქვს, რომ ამ ფორუმზე შემოსვლა დაგეხმარებათ ნახოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, პროგრამები და თამაშები, მიიღოთ პასუხები თქვენს კითხვებზე. ასევე შეგიძლიათ რჩევებით დაეხმაროთ ჩვენი ფორუმის სხვა მომხმარებლებს. სანამ გააგრძელებთ ფორუმის გამოყენებას, გთხოვთ გადახედოთ ქვემოთ მოცემულ ფორუმის წესებს. წაკითხვაზე დახარჯული რამოდენიმე წუთი, აგარიდებთ სირთულეებს მომავალში და მაქსიმალურად კომფორტულს გახდის ფორუმზე შესვლას ყველა მომხმარებლისთვის.
1.1. ფორუმი "SHEMO.mobi" არის არაკომერციული კერძო პორტალი, რომლის განხრაც არის მობილური ტელეფონები და მათთვის პროგრამები, თამაშები და ა.შ. ფორუმი მდებარეობს შემდეგ მისამართებზე http://shemo.mobi და http://forum.shemo.mobi. 1.2. წესების არცოდნა არ ათავისუფლებს მომხმარებლებს მათი დაცვის აუცილებლობისგან. 1.3. ფორუმის სხვა განყოფილებებში შესაძლოა იყოს დამატებითი წესები, რომელიც კონფერენციის საერთო წესების დამატებაა და აწესრიგებს შესაბამის განყოფილებაში ურთიერთობის წესებს. 1.4. კონფერენციაზე შემოსვლა და(ან) ნებისმიერი შეტყობინების გამოქვეყნება ავტომატურად ნიშნავს წესებისადმი თქვენს თანხმობას და მათი შესრულების აუცილებლობას. 1.5. კონფერენციაზე არსებულ ყველა შეტყობინებას აქვს მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება. ყველა შეტყობინება გამოხატავს ავტორის აზრს და ადმინისტრაციას არ ეკისრება მათ შინაარსზე არანაირი პასუხისმგებლობა. 1.6. პირადი საკითხების განხილვისათვის ფორუმზე არსებობს პირადი მესიჯების (პმ) სისტემა. ადმინისტრაცია არ აკონტროლებს და არ ახდენს პირადი მესიჯების ფილტრაციას და შესაბამისად, არ ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შინაარსზე. მაგრამ პმ სისტემის არაკორექტიულად გამოყენების შემთხვევაში (სარეკლამო და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა) ადმინისტრაცია იტოვებს დამნაშავის ფორუმიდან გათიშვის უფლებას.
2.1. მომხმარებლის სახელი (იგივე, რაც "ნიკნეიმი", "ნიკი", "ლოგინი") - უნიკალური ინდენტიფიკატორი, რომელიც გამოარჩევს ფორუმის მომხმარებლებს ერთმანეთისგან. 2.2. პაროლი - ალფავიტურ-ციფრული კოდი, ემსახურება მომხმარებლის მონაცემთა ჩანაწერის დაცვას არასანქციონირებულ ხელმისაწვდომაზე. 2.3. პროფილი - დარეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური გვერდი, რომელზეც ხდება სარეგისტრაციო მონაცემების და ასევე პირადი პარამეტრების გამართვის ცვლილება. 2.4. პირადი მესიჯები (იგივეა, რაც "პმ") - საფოსტო ყუთი ფორუმის შიგა სისტემაში. "პმ"-ს გამოყენებით შესაძლებელია კონფიდენციალურად ესაუბროდ სხვა ფორუმის მომხმარებლებს. 2.5. თემის ქუდი - თემის პირველი შეტყობინება, იგი ავტომატურად გამოჩნდება თემის ყოველ გვერდზე (თუ ეს ფუნქცია ჩართულია აღნიშნული თემისთვის ადმინისტრატორის ან მოდერატორის მიერ). 2.6. ავატარა - გრაფიკული გამოსახულება (ხშირად უნიკალური), განთავსებული შეტყობინებებში მომხმარებლის სახელის ქვემოდ. 2.7. ხელმოწერა - ტექსტი, გამართული პირადი მართვის პროფილში, რომელიც ავტომატურად დაემატება მომხმარებლის ყოველ შეტყობინებას.
3.1. ფორუმზე რეგისტრაცია არის სრულიად უფასო. რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ანკეტა. 3.2. მომხმარებლის სახელი - თქვენი ნიკნეიმი ფორუმზე იდენტიფიკაციისთვის. გაითვალისწინეთ, რომ მისი რედაქტირება მომავალში შეუძლებელი იქნება, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება ნიკნეიმის შევსებას.
3.2.1. მომხმარებლის სახელში შესაძლებელია გამოიყენოს მხოლოდ ლათინური სიმბოლოები (a—z, A—Z), ციფრები (0—9), და ასევე გამოტოვების ნიშანი. 3.2.2. მომხმარებლის სახელის სიმბოლოების მაქსიმალური რაოდენობა არის 20 სიმბოლო.
3.3. მომხმარებლის სახელში აკრძალულია გამოყენებული იქნეს:
3.3.1. უაზრო ასოების კრებული და(ან) ციფრები (მაგალითად: 56y39ge45 ან ამის მსგავსი); 3.3.2. უცენზურო სიტყვები (ნებისმიერ ენაზე); 3.3.3. ვებ გვერდების მისამართები; 3.3.4. ელ-ფოსტის მისამართები და ა.შ.
3.4. ამასთანავე იკრძალება:
3.4.1. ორმაგი რეგისტრაცია, ანუ რეგისტრაცია ორი ან მეტი მომხმარებლის სახელით; 3.4.2. არსებული მომხმარებლის სახელის ორეულის რეგისტრაცია (ვიზუალურად მსგავსი სახელი); 3.4.3. ნიკნეიმების დაკავება - ანუ მომხმარებლების სახელების რეგისტრაცია იმ მიზნით, რომ არ მოხდეს მათი გამოყენება სხვა პოტენციური მომხმარებლის მიერ; 3.4.4. დარეგისტრირებული სახელის გადაცემა სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირისთვის. მინიშნება. დამრღვევები პუნქტისა 3.2. და 3.3. იქნება გამოვლენილი და დაბლოკილი.
3.5. ელექტრონული ფოსტის მისამართი, აღნიშნული რეგისტრაციის დროს, უნდა იყოს არსებული და მოქმედი. აღნიშნულ მისამართზე გამოიგზავნება წერილი რეგისტრაციის დასასრულებლად და მონაცემთა ჩანაწერის გასააქტიურებლად. თქვენი ელ-ფოსტის მისამართი იქნება მისაწვდომი მხოლოდ ფორუმის ადმინისტრატორებისთვის და მოდერატორებისთვის. 3.6. სარეგისტრაციო ანკეტის შევსებისას, თქვენ ადასტურებთ, რომ:
3.6.1. საიდუმლოდ შეინახავთ თქვენს საიდენტიფიკაციო პარამეტრებს (მომხმარებლის სახელი და პაროლი) და პასუხს აგებთ მათ გამოყენებაზე (ამასთანავე არასანქციონირებულზეც); 3.6.2. სრულ პასუხს აგებთ ფორუმზე გამოქვეყნებული მასალების და ბმულების გამოყენებაზე, და სხვა არც ერთ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს არ ეკისრება პასუხისმგებლობა; 3.6.3. ეთანხმებით მიიღოთ ფორუმიდან გამოწერები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით, ასევე საერთო ხასიათის განცხადებები (მათ შორის რეკლამა ასეთ წერილებში), სარეგისტრაციო ინფორმაციის შეტყობინებები და ასევე წერილები პაროლის აღდგენის შესახებ.
4.1. ოფიციალური ფორუმის ენაა - ქართული. 4.2. გამონაკლისს შეადგენს პროგრამების და მოწყობილობების დასახელებები თემების სათაურში და შეტყობინებებში. 4.3. სხვა ენების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნებადართულია განყოფილების წესებში. 4.4. მომხმარებლის ხელმოწერა არის მისი კერძო ტერიტორია, სადაც ნებადართულია ნებისმიერი ენის გამოყენება.
5.1.1. ფორუმის საშუალებით განთავსებას ან გადაცემას ნებისმიერი მასალის, შეტყობინების, ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამული უზრუნველყოფის, ნახატების ან ვიდეო რგოლების, რომელიც არის მავნე, მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, უცენზურო, გამაღიზიანებელი, სიცრუე, ცილისმწამებელი, ვულგარული, ასევე რასობრივი, ეთნიკური და სხვა შუღლის გაღვივების გამომწვევი; 5.1.2. გაასაღოთ თქვენი თავი სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირად, როგორიცაა და არამარტო, მოდერატორად, ადმინისტრატორად, ოფიციალურ პირად, ხელმძღვანელად ან ფორუმის მესაკუთრედ, ასევე ცრუ ინფორმაციის გაცემას ან განცხადებას არ არსებულ კავშირზე სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან; 5.1.3. განთავსებას ან გადაცემას ნებისმიერი მასალის, რომელიც შეიცავს კომპიუტერულ ვირუსებს და(ან) ნებისმიერ კომპიუტერულ კოდს, ასევე ფაილები და პროგრამები, რომლებიც არის შექმნილი ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამული და(ან) მოწყობილობის უზრუნველყოფის დასარღვევად, გასანადგურებლად ან ფუნქციონირების შესაზღუდავად; 5.1.4. ნებისმიერი საქონლის ან მომსახურეობის რეკლამირებას, ფორუმის ადმინისტრატორისგან სპეციალური ნებართვის გარეშე (ამასთანავე და არა მარტო, რეკლამა რეფერალური ბმულების მეშვეობით).
6.1.1. სანამ შექმნით ახალ თემას ან შეტყობინებას, საჭიროა ყურადღებით გაეცნოთ იმ განყოფილებაში მიღებულ წესებს (ნახეთ პუნქტი 1.3), ასევე საერთო შეზღუდვებს და აკრძალვებს (ნახეთ პუნქტი 6.2.). 6.1.2. თუ თქვენ ქმნით თემას, დაფიქრდით იმაზე, რომ ნამდვილად არის თუ არა განსახილველი აღნიშნული თემა ამორჩეულ განყოფილებაში? გადაიკითხეთ შესაბამისი განყოფილების წესები. ნუ გამოაქვეყნებთ ერთი და იგივე თემას სხვა და სხვა განყოფილებებში. 6.1.3. თუ თქვენ ვერ აკეთებთ არჩევანს დამოუკიდებლად - მიმართედ მოდერატორს. ის გირჩევთ, თუ სად სჯობს თემის შექმნა. 6.1.4. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თემის დასახელების ამორჩევას. ის უნდა იყოს ინფორმატიული, ანუ მაქსიმალურად უნდა ასახავდეს კითხვის თემას. თემის დასახელებაში და განმარტებაში ეცადეთ არ დაუშვათ შეცდომები და სლენგი. 6.1.5. მას შემდეგ, როდესაც თქვენ ამოირჩევთ განყოფილებას, არ იჩქაროთ თემის შექმნა. შესაძლოა რომ, შესაბამისი კითხვა უკვე იყო განხილული. გამოიყენეთ ძებნა (ფილტრი). ამასთანავე თანმიმდევრობით გააკეთედ ძებნა რამოდენიმე საკვანძო სიტყვით. მაგალითად, თუ თქვენი კითხვა დაკავშირებულია სმარტის სისტემურ გატეხვასთან, ეს სიტყვები იქნება: "გატეხვა", "სისტემის", "სისტემური". 6.1.6. თუ თქვენ მოძებნეთ საერთო თემა პროგრამის, მოწყობილობის ან კითხვის (ამ შემთხვევაში - "ტელეფონის სისტემური გატეხვა") შესახებ, შეისწავლეთ ეს თემა, რადგან შესაძლოა იგივე თემა უკვე მოცემულია და განხილულია. ასევე მიაქციეთ თემის ქუდს "თემის პირველი შეტყობინება" ყურადღება - იქ შესაძლოა იყოს ბევრი საინტერესო რამ. 6.1.7. თუ თქვენ შეცდომით შექმენით თემა არ იმ განყოფილებაში, სადაც გეგმავდით (ან გაიაზრეთ თქვენი მცდარი არჩევანი) - არავითარ შემთხვევაში არ შექმნათ ანალოგიური თემა სხვა განყოფილებაში. თემების გააზრებული დუბლირება კატეგორიულად აკრძალულია და შესაძლოა დაუყოვნებლივ დაბლოკოს მონაცემთა ჩანაწერი. სჯობს მიმართოდ მოდერატორს - ის გადაიტანს თქვენს თემას საჭირო ადგილას. 6.1.8.არსებულ თემაში პასუხის გაცემისას ეცადეთ ისაუბროთ თემასთან დაკავშირებით, ეცადეთ აერიდოთ სლენგს და გრამატიკულ შეცდომებს. გახსოვდეთ, სარეკლამო შეტყობინებები გამოიწვევს დაუყოვნებლივ თქვენი მონაცემთა ჩანაწერის დაბლოკვას.
6.2. შეზღუდვები და აკრძალვები.
6.2.1. იკრძალება თემების და შეტყობინებების განთავსება, რომელიც არ შეესაბამება განცხადებულ წესებს თემატიკის განყოფილებაში. 6.2.2. იკრძალება თემების და შეტყობინებების განთავსება საფლეიმო ხასიათის, ანუ ისეთი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი ემოციური განხილვა ამა თუ იმა პრობლემების, და(ან) რომელიც არ ისახავს მათი მოგვარების მიზანს. ასეთი ტიპის თემებისთვის არსებობს შესაბამისი განყოფილებები. 6.2.3. აკრძალულია არანორმატიული ლეკსიკონის (გინების) გამოყენება, ასევე უხეში გამონათქვამები. 6.2.4. იკრძალება შეურაცხყოფა ნებისმიერ ფორმაში, არის ეს პირდაპირი ("შენხარ xxx!") თუ ირიბი ("თქვენში არის რაღაც მსგავსება xxx-თან"). ასევე იკრძალება შეურაცხმყოფელ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა. პუნქტები 6.2.3. და 6.2.4. ასევე ვრცელდება პირადი მესიჯის გამოყენებისას ადმინისტრატორების/მოდერატორების მიწერის დროს. 6.2.5. იკრძალება დაუშვებელი ენების და კოდირების გამოყენება, ასევე მეთოდების, რომლებიც აფერხებს ტექსტის აღქმას. 6.2.6. იკრძალება თემების და შეტყობინებების დუბლირება, ანუ შექმნა რამოდენიმე თემის (შეტყობინებების) ერთ და იგივე საკითხთან დაკავშირებით, და/ან ერთი და იგივე თემის (შეტყობინების) შექმნა რამოდენიმე განყოფილებაში, ან/და თემის შექმნა საკითხზე, რომელიც იყო განხილული სხვა თემაში. 6.2.7. იკრძალება არაინფორმატიული თემების დასახელებები, მაგალითად: "დამეხმარეთ!", "ტელეფონის პრობლემა მაქ" და ა.შ. 6.2.8. იკრძალება პასუხი ტექსტის გარეშე (სიცილაკით, ტექსტური სიცილაკის ჩათვლით). 6.2.9. იკრძალება ოფტოპიკი (შეტყობინებების განთავსება, რომელიც არ არის კავშირში თემასთან). 6.2.10. იკრძალება პირდაპირი ან ირიბი მომხმარებლების პროვოცირება ფორუმის წესების დარღვევისთვის. 6.2.11. იკრძალება წინასწარ ცნობილი დაუდასტურებელი ინფორმაციის პუბლიკაცია. 6.2.12. იკრძალება წესების, მოდერატორის მოქმედებების (ან უმოქმედობის) განხილვა. 6.2.13. იკრძალება თემის დამატებითი წესების არ შესრულება. თუ ასეთი წესები არის ჩამოთვლილი თემის ქუდში, რომელსაც ეკუთვნის. 6.2.14. იკრძალება ნებისმიერი მოქმედებები, რომელიც მიმართულია ფორუმის ნორმალური ფუნქციონირების დასარღვევად, შემდეგის ჩათვლით და არა მარტო:
6.2.14.1. დასახელების, აღწერის და მათი მნიშვნელოვანი ნაწეილების წაშლა ან რედაქტირება, თუ ასეთი მოქმედებები ეწინააღმდეგება თემის დასახელებას, რომელშიც ხდება ეს რედაქტირება და წაშლა; 6.2.14.2. საკუთარი შეტყობინებების მოდიფიცირება მათი საწყისი აზრის შეცვლის მიზნით, რომელიც გაკეთებულია თემაში ახალი განთავსებული შეტყობინებების შემდეგ; 6.2.14.3. საკუთარი შეტყობინებების წაშლა ან რედაქტირება, რომელიც მის შემდეგ თემაში განთავსებულ შეტყობინებებს გაურკვეველს და უაზროს გახდის. მინიშნება. პუნქტები 6.2.14 და 6.2.14.1 არ არის ძალაში მოდერატორების მიმართ, თუ ჩამოთვლილი პუნქტების დარღვევა საჭიროებს მათი მოვალეობების შესრულებას.
7.1. აქტიური მომხმარებლის წახალისების მიზნით ფორუმის ადმინისტრაციას შეუძლია მიანიჭოს ასეთ მომხმარებელს პერსონალური სტატუსი, ელ-ფოსტის მისამართი დომენში "shemo.mobi", ქვე-დომენი დომენში "shemo.mobi" და/ან ჰოსტინგი. 7.2. აქტიურ მომხმარებლად ითვლება ის მომხმარებელი, რომელიც უწევს მოდერატორებს დახმარებას, ფორუმის განვითარების მხარდაჭერას, და ასევე მის პოპულიზირებას ხალხში. 7.3. კანდიდატების არჩევა წახალისებაზე ხდება განყოფილების მოდერატორის ან გლობალ-მოდერატორის მიერ, რომელშიც მომხმარებელი არის აქტიური. 7.4. მოდერატორი თავად განსაზღვრავს და აფასებს მომხმარებლის აქტიურობას. 7.5. თხოვნა ამა თუ იმა წახალისების მინიჭებაზე მოდერატორის ან ადმინისტრატორის მიმართ არ დაიშვება და ეს იქნება საბაბი წახალისების უარის მიღებაზე 1 წლით, მომხმარებლის აქტიურობის მიუხედავად. 7.6. გადაწყვეტილებას წახალისების შესახებ ღებულობს ფორუმის ადმინისტრატორი მოდერატორთან შეთანხმებით, და ასევე თავისი ინიციატივით. 7.7. წახალისების საშუალების ამორჩევა ხდება ადმინისტარიციის მიერ წახალისებულთან ერთად, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იმა თუ ამა საშუალებაზე რჩება ფორუმის ადმინისტაციაზე. 7.8. მოხმარებლების მოხერხებულობის ამაღლების მიზნით არსებობს დამატებითი ფუნქციები, რომლებიც იძლევა საშუალებას გააფართოოს ფორუმის ფუნქციონალურობა. 7.9. დამატებით ფუნქციებში იგულისხმება: ხელმოწერა, ავატარა, პირადი მესიჯები და სხვა. 7.10. დადგენილებას მომხმარებლის ამა თუ იმა ფუნქციების მინიჭებაზე წარმოადგენს მიმდინარე სტატუსი ფორუმზე. 7.11. სტატუსი დგინდება ფორუმზე გაგზავნილი შეტყობინების რაოდენობის გზით, გარდა იმ განყოფილებებისა სადაც მრიცხველი გამორთულია. 7.12. აღრიცხული მიმდინარე შეტყობინებების რაოდენობა ნაჩვენებია მომხმარებლის პროფილში (პუნქტი "სულ საერთო შეტყობინება:"). 7.13. ფორუმზე მიღებულია შემდეგი სტატუსები:
8.1. "SHEMO.mobi" იტოვებს უფლებას ნებისმიერ მომენტში თავის გადასახედიდან შეცვალოს (დაამატოს, დაარედაქტიროს და გააუქმოს) ნებისმიერი წესის პოზიცია (აღნიშნული არსებული წესები და ქვე-წესები) მომხმარებლების წინასწარ გაფრთხილებების გარეშე. 8.2. ასეთი ცვლილებები ძალაში შედის მათი გამოქვეყნების მომენტიდან. 8.3. წესებში ცვლილებების, ძალაში შესვლა მომხმარებლისთვის დასტურდება შემდეგი ფაქტებით:
8.3.1. საერთო წესებისთვის - წესებში შესვლისას შეცვლილი რედაქტირების ვერსია და თარიღი; 8.3.2. განყოფილებების წესებისთვის - შეცვლილი რედაქტირების თარიღი, განთავსებული ყოველი განყოფილების ზედა მარცხენა კუთხეში.
8.4. მომხმარებელი ვალდებულია დროულად დაადგინოს წესებში ცვლილებები. 8.5. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ძალაში შესულ შეცვლილ წესებს, ის ვალდებულია შეწყვიტოს "SHEMO.mobi" ფორუმის გამოყენება ან იმ განყოფილების გამოყენება, რომელსაც ეხება ეს ცვლილებები. 8.6. ნებისმიერი შემდეგი ფორუმის ან განყოფილების გამოყენება, ძალაში შესული ცვლილებების შემდეგ იგულისხმევა ამ ცვლილებებთან თანხმობად. 8.7. "SHEMO.mobi" ასევე იტოვებს უფლებას თავისი გადასახედიდან ფორუმის მოდიფიკაციას, ასევე ამა თუ იმ ფუნქციების/განყოფილებების მხარდაჭერას.
1. მოდერატორების უფლება-მოვალეობები (მუშაობის პროცესში შეიცვლება, დაზუსტდება და დაიხვეწება)
1.1. მოდერატორი არის ჩვეულებრივი ფორუმელი, რომელსაც გარკვეული დროით მიენიჭა დამატებითი ფუნქციები ფორუმზე წესრიგის დასამყარებლად; ის ადევნებს თვალყურს წევრების მხრიდან ფორუმზე მიღებული წესების დაცვას; 1.2. მოდერატორის შერჩევა ხდება გლობალ-მოდერატორის ან ადმინისტრატორის მიერ; 1.3. მოდერატორს მოეთხოვება ფორუმზე მოქცევის წესების ზედმიწევნით ცოდნა; 1.4. ასევე მას მოეთხოვება ფორუმის მუშაობის გარკვეულ დონეზე ცოდნა, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს სათანადო ზომების მიღება; 1.5. მოდერატორს, რომელიც ინიშნება ფორუმში (ქვეფორუმებში) უნდა ჰქონდეს ამ ფორუმის (ქვეფორუმის) სპეციფიკის ცოდნა; 1.6. ის ინიშნება ერთ ან რამოდენიმე ფორუმში (ქვეფორუმში), ემორჩილება და ზედმიწევნით იცავს ფორუმზე არსებულ წესებს. მას სხვა ფორუმელებისაგან განსხვავებით მოეთხოვება მეტი თავდაჭერილობა. უნდა იყოს მიუკერძოებელი და სამართლიანი; 1.7. მოდერატორის უფლებები ვრცელდება მხოლოდ იმ ფორუმში (ქვეფორუმში) სადაც არის დანიშნული; 1.8. გლობალ-მოდერატორს და ადმინისტრატორს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მოდერატორის გაუფრთხილებლად მოახდინონ მოდერირება ყველა ფორუმში ან ქვეფორუმში; 1.9. მოდერატორი ანგარიშვალდებულია გლობალ-მოდერატორისა და ადმინისტრატორის წინაშე; საჭიროების შემთხვევაში აბარებს მათ ანგარიშს და ასაბუთებს თავის ქმედებას; 1.10. მოდერატორისთვის მინიჭებული ფუნქციების შეზღუდვა შესაძლებელია როგორც საკუთარი სურვილით, ასევე გლობალ-მოდერატორის ან ადმინისტრატორის გადაწყვეტილებით; 1.11. საკუთარი სურვილით მოდერატორობიდან წასვლაზე მან უნდა შეატყობინოს გლობალ-მოდერატორს. მას შეუძლია გაუწიოს რეკომენდაცია მის ნაცვლად სხვა ფორუმელის კანდიდატურას; 1.12. მოდერატორი ვალდებულია ყველა საპრობლემო სიტუაციაში სასწრაფოდ ჩააყენოს საქმის კურსში გლობალ-მოდერატორი ან ადმინისტრატორი; 1.13. მოდერატორი ვალდებულია პასუხი გასცეს მის მიმართ დასმულ შეკითხვას და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს სათანადო შესწორება; 1.14. თემის დახურვისას ბოლო შეტყობინებაში გააკეთოს არგუმენტირებული პასუხი და მიუთითოს დახურვის მიზეზი, ხოლო თემის წაშლის საჭიროების შემთხვევაში შეატყობინოს გლობალ-მოდერატორს; 1.15. ასევე ფორუმელისთვის სადამსჯელო ქმედების ჩატარების შემთხვევაში შესაბამის ადგილზე მიუთითოს დასჯის მიზეზი და ფორუმელს მისცეს განმარტება პმ-ში; 1.16. ფორუმელის დასჯის მიზნით მისთვის შეზღუდვის (ბანი) საჭიროების შემთხვევაში მოდერატორი ატყობინებს გლობალ-მოდერატორს შექმნილ სიტუაციას და მასთან ათანხმებს ამ საკითხს; 1.17. რომელიმე მოდერატორის მიერ დადებული სასჯელი არ შეიძლება მოიხსნას სხვა მოდერატორის მიერ, გლობალ-მოდერატორისა ან თვით იმ მოდერატორის გარეშე, რომელმაც სასჯელი დაადო; 1.18. კატეგორიულად აკრძალულია ფორუმზე მოდერატორების მხრიდან უწმაწური გამონათქვამები, ფორუმელების პირადი შეურაცხყოფა; 1.19. მოდერატორი, რომელიც შეეპასუხება ფორუმელის მხრიდან შეურაცხყოფას, უპასუხებს აგრესიით და მოუწოდებს მას ჩხუბისა და ცალკე განხილვისკენ, უკვე ითვლება დამნაშავედ და მისი დასჯის საკითხი განხილული უნდა იყოს გლობალ-მოდერატორისა ან ადმინისტრატორის მიერ. საჭიროების შემთხვევაში საკითხი განიხილება მოდერატორებთან ერთად; 1.20. რომელიმე ფორუმელის მხრიდან მოდერატორის გინებისა და შეურაცხყოფის შემთხვევაში, თუ მას არ შეუძლია სათანადო ზომების მიღება, უნდა ჩააყენოს საქმის კურსში გლობალ-მოდერატორი ან ადმინისტრატორი. საჭიროების შემთხვევაში საკითხი განიხილება მოდერატორებთან ერთად; 1.21. მოდერატორს ეკრძალება მის ხელთ არსებული, ფორუმელების პირადი ინფორმაციის გაცემა, გამჟღავნება.